პოეზია · ლირიკა
კადრები
მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა,მეფე, გაუმარჯოს მეფეს,თბება სოფლის ძველი ოდა,გარეთ ქარიშხლები ყეფენ.
ჩემი თითებივით ცივი,თვალზე მიმეჩვია მზერა,ხეზე ლოლოების მძივი,როგორც საყვარელი ჭერამ -
ჭერამ გადმოვიდა ჩემში...თავი ჩამომადე მხარზე.ასე ჩახუტებაც შემშლის,შემშლის ჩახუტებაც ასე.
დავხრი ევკალიპტებს კენწერ-ოდან... გადატყდება ხმელი,ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ,ჰოდა მიმაჭარით ხელიც.
კუბო შევუკვეთე სივრცეს,თვალი დამიბრმავა ბინდმა,სხეულს ჩემი სული მივცე,მეტი არაფერი მინდა.