↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კადრების მოლოდინი

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3619 ნახვა

—
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -
უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.
ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.
მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი