↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრობის დღიური უფროსებისთვის

ბერიძე აჩი

2026-07-181 წთ საკითხავი3628 ნახვა

—
ჩემი მისამართი - სანაპიროდროის სამაჯური - "ორიენტი",გუშინ უღმერთობა დავაპირე,მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.
ჰობი - უშენობის დასასრული,მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი,ფიქრი - არეული... და სასულესულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.
ჩემი სავარჯიშო - პითაგორა,ჩემი უნიჭობა - აქსიომა,სახლთან სულის ბორბალს მივაგორებდღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.
ჩემი ორეული - პოეტიადა სხვა სამოსი არც მაბადია,დაბადებისწუთისმომენტიდან,შენში გავიღვიძე... მაპატიე.
არა, უღმერთობა არ ივარგებს,შენ კი ლექსებისთვის არ გცხელა დაწუხელ სხეულიდან ავიბარგე,პირჯვარს ვისახავდი მარცხენათი.
ჰოდა, ჩემი წლების- პოეზია,უნდა გადავცურო (ვფიქრობ) ტივით -შენი ოკეანე... პროგრესია...მასში უსუსური მიკრობივით -
ვრჩები. კარს მიხურავს შვეიცარი...მრჩება გასართობად - საქანელა,ჩემივ გაოცება შევიცანი,შენ რომ შემოიცვი დაქალება.
გრძნობის სისხლძარღვები - ი-ჟენშენი,ცნება - არაფერი არ გამომდის,შენ კი ცხოვრობ ახლაც ისევ შენი,ამოჩემებული სამყაროთი.
გუშინ უღმერთობა შევინახე,მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი,ჩვენი მისამართი - ჩვენი სახლიდროის სამაჯური - „ორიენტი“...
ბერიძე აჩი

ბერიძე აჩი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი