პოეზია · ლირიკა
შეშლილი მარშალი
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანიდა მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზესირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება,ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანებიჟინმოწყურებული ამბორის ამალით,აავსეთ ფრაზები სულ გამოცანებით,უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,გინდა თუ არ გინდა, სატრფოზე გეძინოს,საყვარელს უთხარით: "მე ახლა რომ გიმზერ,რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს".
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს,შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარისკეთ,რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩოიმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ,შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო,ხუმრობით, ბავშვურად, ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,საყვარელს ჩურჩული აკოცეთ კეფაზე!