↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი წამი

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6033 ნახვა

—
ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალასტბის ნაპირი დაუფარავს.შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,ობობის ქსელს როგორ ართავს!
ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,ნაპირისკენ ვით გარბიან?!ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,ვინ ატოკებს ასე გვიან?!!
რა ხანია ქვიშის თოკითბებლმა ქარი რაც ალაგმა,რა ხანია ნელის ტოკვითმზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!
ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,გველი წივის... ტბა კაშკაშებს,შორს ვარსკვლავი აკიაფდა,გველი ჯადოს ათამაშებს.
ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!საუკუნოდ იქცა წამი,მაშინიან!.. მეშინიან!..
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი