↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარია სტელლა

კონსტანტინე გამსახურდია 1893–1975

2026-07-181 წთ საკითხავი6024 ნახვა

—
შემოღამდება, გაისვება დისკო მთვარისა,დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგულიდა გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომესდა მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტიდა მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,ვით ბრილიანტი...დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკადა ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს,ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულსდა მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.
კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი