↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სპირალი

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11713 ნახვა

—
თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი რომ მაგალითითრთოლვის, ჰორიზონტებს ფენდა ანფასში და პროფილში,უკვე გაზაფხულმა მზერა ხიფათივით ამარიდა,თბილი ღამეებით, ბოლო იმედების ოფისით,უკან დაბრუნება შეუძლებელია, მარგარიტა,დღეებს... მერე რა რომ გზები, შორეული, ყოფითი,
წრეზე ტრიალია... დღეებს პატარებს და შუათანებსუკან მოჰყვებიან უფრო დიდები და გრძელები,არის რომანტიკაც, ფარულ პროცესიებს უმართავენ,მარტის ჭირისუფლად მაინც თუ გეძნელები,უნდა გაგვიღიმო ყველა მათგანსა და უმათგანესს,ხოლო პოეტებმა წყალში გადაყარონ ხელები.
აღარც სინანული, როგორც წარსულების ატელიე,გრძნობა საკუთარი თავის შენდობის და შეწევნის,რაც კი ნათელია, ჩემი ფეხებითაც ნათელია,არსად აღარ წასვლის მსუბუქ პროპაგანდას ვეწევი,უკან დაბრუნებაც შეუძლებელია, ნათელია,დიდი წყალობაა, ძილში ტირილი თუ შეძელი.
თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი, რომ მაგალითითრთოლვის...
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი