↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის დივერსია

გეთიაშვილი რეზო

2026-07-181 წთ საკითხავი11717 ნახვა

—
სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარინისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არისდა სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან
ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,სიკვდილის მოძებნა უმარტივესია(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).
ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,ვენაში გავუშვი ყველა თადარიგიდა ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,ეს კი საშველია, შენი ბადალი კი
არ არის, არ არის, არ არის, არ არისდა კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,რადგან სამარიდან ასე მისავალი,სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.
ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვისასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯესსქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,ჯვრების ეგზოტიკა, კიდევ, ზოგისათვის.
ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,ზამთრის პროლოგია ახლა შენებური
და შენს სიბნელეში სველი ხეებიდანსიკვდილის დანახვა უმარტივესიადა სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი