↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი – ჭოტი

გელაშვილი ნაირა

2026-07-181 წთ საკითხავი3269 ნახვა

—
შოთა იათაშვილს
შუაღამეა.ჩემს მეგობრებს მთელ ქალაქშიღრმა ძილით სძინავთ.მხოლოდ ერთი ფხიზლობს. ვიცი: ლექსებს წერს...და სძინავს მის ხმას,რომელსაც ისე უჭირს ხოლმე გახმიანება,თითქოს ნამსხვრევებით სავსე გვირაბიდანამოდის დაჭრილი...იგი ლექსებს წერს...და მის მეტაფორებსფერადი ბუშტებივით ატივტივებს ჭერქვეშა ჰაერშიოთხი ბავშვის,დაღლილი ცოლისადა დედის სუნთქვადა მათი წამოკვნესანიეკლებივით ესობათ ბუშტებს...და გადატრიალდება გული ჭოტის თვალივით,რომლის გულშიც ჭროღა ია ანთია...
გელაშვილი ნაირა

გელაშვილი ნაირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი