პოეზია · ლირიკა
პატარა ბიჭო
გიორგი ლობჟანიძეს
პატარა ბიჭო, ქალაქად წაგყვამამის საფლავის ია და სურო,და რვა თვის შემდეგ გვერდით მოსულიდედის საფლავის ია და სურო,მერე ყნოსავდი ვარდს ჰაფეზის დაგაგიღო კარი შენ ბინამ რუმის,შემოეხვია სოფლის, საფლავისგარიყულობა, ია და სუროწმიდა წერილის მჩქეფარე სურებს,დიად მუქარას, აღმავალ წყურვილს...შემოეხვია ასო-ჩუქურთმებსსპარსულ-არაბულ დამწერლობათა,იზეპირებდი პატარა სახლშიღმერთის რისხვას და სულის გლოვათა...და ობლის თვალებს ჰკიდებდა ფარდასაღმოსავლეთი და ამის გარდაიის, სუროსი სურნელი ნელი...და ჩამწყვდეული ხშირი სიცილისოთახში შიში, შფოთვა, სიფრთხილეიხვეწებოდა ვით სურის ყელი..