↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცა მშვიდობისა

გოგოჭური მინდია

2026-07-181 წთ საკითხავი1663 ნახვა

—
ცა მშვიდობისა ქალბატონოდიახ, დილაა,მზემ ისევ ურცხვადშემომისწროთქვენს ყურებაში,შემომატანა ფანჯრებიდან…თქვენს სახეს ვხედავ,ვხედავ ღიმილი როგორ დარბისტუჩიდან თვალზეთვალიდან ტუჩზედა მეც ვიღიმი.ცა მშვიდობისა,დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,უკვე განვდევნეყველა ღრუბელი, ყველა ლაქამოვწმინდე მზესაცდა დედამიწას სიყვარული გადავაფინე.
ხომ არ შეგცივდათ?ღია სარკმელს სიო აწვება(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებსდა შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.
ცა მშვიდობისა ქალბატონო,ცა მშვიდობისა,დიახ დილაა,მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.
გოგოჭური მინდია

გოგოჭური მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი