პოეზია · ლირიკა
დრო ყველაფრის მკურნალია)
დრო ყველაფრის მკურნალია,ოღონდ ჩემი არა.საოცარი უნარიადარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრიუმარტივეს ლექსად.წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,მახსენდება პაპა.ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევსდედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდებამე სიტყვები მამის . . .ღვინო სანამ გამეხსნება,მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდებადამეკარგა ღერძი . . .კიდევ რა არ მახსენდება,კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარიადარდი წარა-მარა.დრო ყველაფრის მკურნალია-ოღონდ ჩემი არა...