↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედას

გომელაური ნიკო

2010-08-121 წთ საკითხავი4972 ნახვა

—
ვინ დამბადა ასე ფლიდი,ასე წყნარი, ასე დიდი,ასე ცუდი, ასე კარგი,ვინ მასწავლა ასი დარგი?ვინ აბრალებს ძუძუს წყევლასდა მიწუნებს ცოლად ყველას?ვინ ჩამარტყამს თავში უროს(ასე ჩემთან, სხვა ვინ ხუმრობს)?ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,მე ჭაღარა რომ დამათოვს?ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას...ვერც ავუხსნი როგორ მიყვარს.ვინ იქნება მუდამ ახლოს,მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?ვინ იქნება? _ ვინ და, დედა.თორმეტ ივლისს დამებედა!..
გომელაური ნიკო

გომელაური ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი