პოეზია · ლირიკა
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდისდა ჩუმდებიან პირამიდები...
ოჰ, მატყუარა პირამიდები– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...