↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრი გადაგვარებაზე

დაიაური გელა

2026-07-181 წთ საკითხავი4586 ნახვა

—
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე დავთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,ხშირად შევიგინო, - ჩემი დედა!..ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, - შეიძლება,გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,თმა გადავიშალო კულულებად,ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის ის რიოსულ არ გავიხსენო ვარძია,როკზე და რემიქსზე გადვირიო,ქართულზე ჩავიუბნო: - ბანძია...
კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,გერები მივიღო საკუთრად.
კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,მაგრამ... ქართველობას რა ვუყო.
დაიაური გელა

დაიაური გელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი