↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ერთადერთ სიყვარულს

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20980 ნახვა

—
(ქორწინების დღის აღსანიშნავად)
ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა,ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია,ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა,როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას,ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ...კედელს მილეწილი მწარე მოგონებით...ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან,ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები...ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობითთორემ ფეხებს შუა უზით გარინდება,წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენცაზე სინდისის მზე სანამ აინთება...ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირიაროცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმეჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილიასანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ...ლექსი ქაოტური არის იდილია,ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი...თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილიარადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ.თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?!ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი