↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი ბრალია

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20986 ნახვა

—
მერიენ სულაბერიძეს
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანსდა ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...მერე მიდი და, თითო ფურცელიცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...შენს გამოხედვას თუ გავუძელიმწველი თვალების უხმო ჩვენებასდაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიანთორმეტბალიან გულისცემაში....ამინდი შენი ხასიათია,მზეს შენთან ერთად უყვარს ანთებაშენი ბრალია, ყოველ განთიადსმთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანსდა ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი