↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ და პოეტი

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20985 ნახვა

—
ის დღე დაიწყო მტრედისფერი ცით და ამინდით...ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა გემი ნაპირთან.იმ დილით პოეტს შენი გულის ნაწილს დაპირდი.და თურმე იმ დღეს პოეტს შენს თავს ღმერთი დაპირდა...
გაგრძელდა დილა საიმედოდ, რაც მთავარია,ტალღების ჯარი მოძრაობდა მწყობრად ქალაქთან...ყველა კეთილი მიზანსცენა ქარმა არია.და, უფლის ნებით ყველაფერი მისით დალაგდა.
მერე პოეტმა ცალი ხელი მოგხვია ალყადდაიძრა გემიც, შეუერთდა შორით კოჰორტას.შენც შეამჩნიე სანაპიროს ჰკოცნიდა ტალღაიდგა სურნელი სამაისო ვარდის კოკორთა...
იდგა სურნელი, იწვა ზეცა, ამინდი იჯდა...ზღვა-სივრცის მაჯა სანაპიროს ქარმა დასერა...შეგცივდა.. ხელი მიაფიცხე პოეტის ნიჭს დატანზე მოიცვი ბედნიერი პოეტის მზერა...
ხმა იყო ლურჯი, ცა - ზღვისფერი, დრო ღია თეთრი..დაბლა, ღრუბლებში სამი გემი მისდევდა ოც ნავს,ამაღლდით ცამდე, ალბათ ასე, ცა-მეტი მეტრითდა მიაწერეთ პოეტური პირველი კოცნა...
იმ დღეს პოეტმა შენი თავი უფალს რომ სთხოვა,კარგად ვხედავდი ანგელოზი ედგა თავდებად...იწყება შენში უსასრულო გრძნობების თოვა...ლექსი კი პირველ კოცნასავით მალე თავდება!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი