პოეზია · ლირიკა
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან
(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ,სუიციდით შეპყრობილ, ნათიას,რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!ქალი -მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.კაცი -წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)კაცი -გაცრეცილი ლექსის რვეულია,ქალი -ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.
ჭიამაიების ერთი ოცეულიამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,ქალიყვავილია ნორჩი - ბროწეულის,კაცი?კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,ქალიშენია და თითქოს არც შენია,კაციგპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!
უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველიკაციწვიმა არისქალი -წყალდიდობა!..შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტიათუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდანკადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!