პოეზია · ლირიკა
უშენოდ
თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად.ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს -- შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერადა... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!...ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურადმე მაინც რომანტიკულ შენს მზერას ვეფერები.მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურაედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები...ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება...ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,მოჰგავხარ ნაადრევი ატმების აფეთქებას,რომელშიც სამაისო აპრილის ექო ისმის...უშენოდ დასეირნობს ნაპირზე განთიადი,უშენოდ ვეგებები - თებერვლის გამარტებას.უშენოდ მომეძალა საშენო ხასიათი,უშენოდ - არის ახლა ამინდის განმარტებაც...