↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალს (თამარისათვის)

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი17323 ნახვა

—
მინდა მოვაბრუნო თანაც,მინდა დავანახო მთავარი,ღმერთო, გადმოხედე თამარს!ღმერთო, დაიფარე თამარი!ღამის ლოცვასავით თბილიასეთს გადაიტანს აწ რამდენს?შენსკენ გამოუდგა ბილიკს,ღმერთო მიაცილე ტაძრამდე...შენც ხომ გაგიჭირდა ღმ-ერთ-კაცსჯვარის გოლგოთამდე ტარება?!შენც ხომ გვერდით ვიღაც გედგა,ღმერთო, არ მიხურო კარები!ვიცი, ძლიერ უჭირს ზიდვა,(იცი, არ გჭირდება ჩემი თქმა)ღმერთო მე ამკიდე მზად ვარმხარზე მისი ჯვარიც შევიდგა!შენს წინ სნეულივით ვდგავარ,შენ ხარ კურნებაც და წამალიც,ღმერთო, შეეწიე თამარს!ღმერთო, დაიფარე თამარი!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი