პოეზია · ლირიკა
დახურეთ ზეცა!
(ილიას)
წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,....ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობისატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
რა ვქნა, უფალო?!, დრო დადგა რთული -იმედი ვთესე, ამოდის ღვია...და ვისაც ჩემი ვუძღვენი გულიმადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!
- ირბინე, სანამ ტყვია თბილია,დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია,დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!
-მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,ჯანდაბას ჩემი გულისნადებიდა რომ მოვკვდები, ქართველთა გულშიმომავლის რწმენად დავიბადები!...
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი,გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...დახურეთ კარი, დახურეთ კარი! –ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....