↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციცარი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23290 ნახვა

—
«გადამაგდე და დამკარგე,როგორც ჩერქეზმა ისარი»,ასე გავარდა სამგორში,ცას დაეხალა ციცარი.
ვაი, ნაგზაურო ციცარო,გაზრდილო ჩემის ხელითა,შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამქაფქაფა საწნახელიდან.
არც დაგიღებავ ფრჩხილებსაზაფრანა-დარიჩინითა,წადი და იმას აკოცე,ვინც მინდვრად გაგაჯირითა!
ის ბაზიერი გიყვარდეს,გაჭმევდეს აღჯანაბადსა;მე ჩემს გზას გამოვუდგები,ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.
სათათრეთს გადავვარდები,დამკვრელად ვივლი თარისა;ჩოხა წვიმისა მეცმევადა ყაბალახი მთვარისა...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი