↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი დაირა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-132 წთ საკითხავი20302 ნახვა

—
ნაღამურია.მთვარემ გასცურა,უკრავს დაირა გადაქანცული;ტაშის ძგერაზე მუხამბაზურადხმას ააყოლებს ნაზი ქალწული.ჩამდგარა წრეში, როგორც ჯერანი,გულს მეწვეთება მისი გალობა,რა ერთად ჟღერენ: ცრემლნი, ძგერანი,ოხვრა, გულისთხრა, მტეხიარობა.ხმა მიფერფლილი, ფარული ღელვა,ბედნიერების ბედი, იმედი;ნაწნავთ ღამეში საყურის ელვა,მუდარა: ახ, თუ გამიღიმებდი!― მე შენთვის ღამეგავასისხამე,შენთვის ვყინავდი ცრემლების ბროლსა!მე ვხედავ ბინდში მიბნედილ თვალებს,დამწვარ გულიდან ადენილ ბოლსა.რამდენი თრთოლა ახსოვს მუხამბაზს,რამდენი გულის გადაბრუნება,რამდენჯერ გული შანთით უხაზავს,დაუდაღია მისი ბუნება.ეს ხმა კი არა, იყო სახმილი,და ზედ ათასი ება ისარი, ―გაფიცხებული ვნების ძახილი,ნანამქერალი, ნამაისარი...ახლა კი მღერის ძლივს, ხმაწასული,მთვარეში დამწვართ ოხვრის დამსკვნელად,როგორც ქალწული დროგადასულიუკანასკნელად, უკანასკნელად...შეტირებული, ბედის მჩივარი,ძველი ხმა გულზე მომებოლება.შაბაშს იძლევა ძველი ჩინარი,მიაბეს მხარი მისმა ტოლებმაც...სიმღერის ალზე, ბაღის ყურეშიმათი ფოთლები შეიტკეცება...ხმა ხმაურობდა საუკუნეში,ეხლა დაღლილი ჩვენს წინ ეცემა.როგორც ფარვანა სანთელს შეხლილი,როგორც ფრინველი ფრთაშეტეხილი...მაინც მღერიან და აწვალებენდა მიტომ ჩემთვის სატანჯურია,როცა ყურს ვუგდებ მუხამბაზს დაღლილს,როდესაც გულზე არ მრჩება დაღი,როცა თავისს დროს აცალცალებენდა მისი ცრემლი აღარ მწყურია...თუ ძველ ყვავილებს მოალპობს ჟამი,ძველ სიმღერებსაც ჰქონიათ ბედი.თუ ხმას დაეცა სიბერის შხამი,ვეღარც აანთებს გულის აბედი.და ვერც ნამკვდრევმა ჰანგმა ასახოსდა ააჟღეროს ჩვენი ოცნება;ახალ დღეს,ახალ ვარდსდა გაზაფხულსახალი ხმები გაეკოცნება...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი