პოეზია · ლირიკა
ძველი პოეტები
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მეჩვენებიან მე პოეტები,ვინც საქართველოს ხმით შეაბერდა.ზოგი მღეროდა ბულბულის ბაღში,სხვა უნაგირის ტახტაზე სწერდა.
მღეროდნენ, როგორც დიდი წვიმებიდა ფრინველები ათასხმიანი,გადაჭიმული ჰქონდათ სიმებიდა არ იცოდნენ ლექსის ხრიალი.
ხმალმა, ხანძარმა,კალიამ, ჭირმამათი სიმღერა ვერ შაანელა, ―
შოთა,ბესიკი,გურამიშვილი,ჯიხვტყავიანი ვაჟა-ფშაველა!მორწყეს სამშობლო ლექსის მდინარითდა ენაზედაც ოფლი სდენიათ,იყურებიან სახემბრწყინავნი,შუბლზე ნათელი შეუფენიათ.
მაინც ჟივიან დედამიწიდან,არ გათავდება მათი ნუგეშიდა სამუდამოდ ჩაბუდრებულანსიმებისაგან დაწნულ ბუდეში...