↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ხელით

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20982 ნახვა

—
ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავსხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით...ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთთავს რომ ვიქებთ გაგვიზრდია აკაკი თუ ილია...გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია..ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც...მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდანალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა.
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი