↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვხტები სვეტიცხოვლის სიმაღლიდან

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20982 ნახვა

—
ფიქრი კაეშანით დანაფერი,მზერა ჩაეხვია ჩაის ტრიალს,ახლა ისე მტკივა არაფერი,რომ ეს ყველაფერი ჩაითრია...სული ამოდუღდა - ჩაიდანი,შემომაგანგაშეს ამ ზარებმა,ნერწყვი ნერვიანად ჩაიტანა -ცამდე - არაფერზე გამწარებამ...სუნთქვის გავრცელების არეალითსივრცეს მდუმარებას ჰპარავ ისევყველა სიყვარულზე მწარე არისქვეყნადშეყვარებაარავისი!ითვლი გულს რამდენი უკვნესია,სისხლი შენს წილ ჟანგბადს პარავს ოდეს,ცრემლზე უმწარესად უტკბესიაქალს რომ ჰყვარებიხარარასოდეს!სული ძნელია რომ გაიმეტოშეშლილს მოუწოდებ დალაგდიო,რადგან გახსენდება, საიმედოფრთები არ გაეხსნა გალაკტიონს,ქარმა, ჩემი სუნთქვის მოცულობის,ლექსზე ბოლო ტოტი მიმაღლიტა,მრწამსის ყოველ სტრიქონს ვლოცულობ დავხტები სვეტიცოვლის სიმაღლიდან ...
წყალში!"ნათელს იღებს მონა ღვთისა გიორგი!..."
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი