↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უთავბოლო და... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

2026-07-181 წთ საკითხავი2069 ნახვა

—
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONEუთავბოლო და უაზრო დღე მაქვს.
ღატაკის კართან პურისთვის ვდგევარ,
ფულის მქონებელს ფულს იქით ვაძლევ.
მზის ნათელს ნემსის ყუნწში ვატარებ,
გასაღებს ქურდს და ოხერს ვაბარებ,
ფერუმარილით ვიწითლებ ღაწვებს.
ღატაკს არა აქვს საწილო პური,
მდიდარს არ უნდა ეს ჩემი ფული,
ყუნწში რომ გაძვრეს, არ ძალუძს მზის სხივს.
არც გასაღები ქურდმა ინება...
სულელს კი ცრემლი მოედინება
უსახელო და უმაქნის დღისთვის.
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი