↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ს. ე. (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

2026-07-181 წთ საკითხავი2093 ნახვა

—
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONEვწერდი ასპიდის მუქფერ დაფაზე
და ფერგადასულ მარაოს ფრთაზე,
ზღვისპირს ქვიშაზე, მდინარის ქვაზე,
ვწერდი ყინულზე, ბეჭდით მინაზე,
ვტვიფრავდი ხეებს, ასგზის ნაზამთრალს,
რომ გასაგები გახდეს ყველასთვის, -
მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მიყვარხართ,-
ვაწერდი - ციურ ცისარტყელათი.
ამ ჩემს თითებქვეშ ხელწერას თითოს
სულ ეყვავილა, როგორ ვნატრობდი!
ვწერდი შენს სახელს...და მერე თვითონ
ჯვრების დამღებით ვშლიდი, ვაქრობდი...
შენ კი ბეზღიან მწერალს რად ენდე
და რატომ ცდილობ ჩემს დამცირებას!
აღთქმას ბეჭდისას ვერთგულებ დღემდე,
გულს მაწერიხარ, ვით ათი მცნება.
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი