↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტუდენტობის მეგობარს

ბუაჩიძე ანდრო

2026-07-182 წთ საკითხავი1476 ნახვა

—
შენ გეხსომება,მტვრიან დახლებზე რომ ვსვამდით ღვინოს,შენ გეხსომება,გახსოვს კიდეც, მტვრიან დახლებზე...წყალწყალა ღვინოს...და ცხოვრებას, როგორც ნაფხრეწებს,რომ ვიხსენებდით...რამდენი რამე ჩაესვენა, გადაესვენადა წავიდა სვენებ-სვენებით...შენ გეხსომება,რომ ვიხდიდით ე. წ. დაბადების დღესძეხვით და პურით...შენ გეხსომება,რომ დავთვერით და დავიკარგეთ დაგვეძებდნენ და გვპოულობდნენ...აქ, ამ ქალაქში...შენ გეხსომება...თუმცა კი ვიცი, რა გეხსომება?შენ ხომ თვითონ ხარ მტვრიანი დახლი,რომელსაც ქარი ნათურებს ახლის,მე კი ქელეხის ნათურასავით,ისევ ვანათებ შუქის სავსავით...ასე მგონია, ჩვენ იმ დახლებზედაგვრჩა ცხოვრება,ქარი დაჰბერავსდა გადაყრის როგორც გაზეთებს,დაგვინახავენ,დაგვიხსომებენ რაღაცნაირებს, ისეთ-ასეთებს...შენ დამიჯერებ,მე თუ გეტყვი, ჩემი ნაღვლიდანვხედავ ყველაფერს,რასაც ქარი თავში მახლიდა,და რასაც მახლის...შენ გეხსომება,დავწერე ლექსი ყრუ მაიმუნზე,შენ გეხსომება,დავწერე ლექსი ლიანდაგებზეშენ გეხსომება,როგორ ვსვამდით წყალწყალა ღვინოსდა ვიხსენებდითამ ცხოვრებას, როგორც ნაფხრეწებს...გახსოვს, დავწერე ასეთი ლექსი:„ჩამოცურდება ქვაფენილზე ჩრდილი იოლად,ვარაზისხევში საღამო დგება,ჩემი შეშლილი სიყვარული აქ დადიოდა,და აქ ახლიდა ფილაქანს კეფას“.გახსოვს „კარლიკა“, ზელიმხანი, თვითონ„ყაზბეგი“?ქალაქის მაგრად დასიცხული ქვაფენილები,ამოვდიოდით ელბაქიძიდანდა ვირხეოდითსარეცხივით მოაჯირზე გაფენილები...როგორ წავიდა,ის, რაც იყო, როგორ წავიდა!როგორ გაგვფანტეს ქარიშხლებმადა გადაგვხვეწეს!დღეს აღარა ვსვამთ წყალწყალა ღვინოსმტვრიან დახლებზე,აღარ ვიხსენებთ ამ ცხოვრებას,როგორც ნაფხრეწებს.

ბუაჩიძე ანდრო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი