პოეზია · ლირიკა
ქელეხი
ქვეყნიერება ამგვარად იქმნა,ამგვარად იქნა ქვეყნად საქნელი,თოკზე ტარიგი გაჰკიდეს ციკნადგასატყავები და ასაქნელი.მერე დანები ირიბად ლესესდა მთვარეც ცაზე იყო წახრილი,და ანათებდა სისხლიან მესერს,საცა ციკანი დაკლეს ძაღლივით.მთვარეც ძაღლივით ყნოსავდა ჰაერსდა სისხლის სუნით გამძღარი ჰავა,ხევების გასწვრივ ეძახდა კაენსდა აქეზებდა მავანს და მავანს.მერე მოგროვდნენ კაცნი ქვეყნისა,მთვარის ქვეშ დადგეს ვეება ტაბლა,მთვარე კი ტაბლას გადაეგლისადა დაიღვარა ტაბლაზე დაბლა.გაგლიჯეს ხორცი დიდი მუშტებითდა დაილეწა ბნელში ღაწვები,ისხდნენ და ასე სახეკუშტებინამუსრევს მთვარის სისხლში აწებდნენ.მერე უეცრად ატყდა ღვინისსმა,ღვინო კი იყო ბევრი წარღვნამდი,მთვარე გათელეს, როგორც თილისმაათასი წლის წინ მკვდარი წარმართის,მთვრალები ჰგავდნენ მერე შეშლილებს,ხელებით მთვარის ნათელს სინჯავდნენ,მერე წყვდიადის ხახას ეშვილნენდა გარდაცვლილთა ხვედრი იჯავრეს.