↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძეგლში ყოფნა

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52768 ნახვა

—
ერთი მწუხარე ამბავი მჭირდა, _სიზმარი ქვაში ჩემს სახეს ჭრიდა,მცემდნენ უროს და მიქნევდნენ წერაქვს,კლდე ნამსხვრევებად თავს მეფრქვეოდა,როგორ ვუძლებდი ამნაირ წერას, _ნუთუ მისთვის რომ ძეგლი მრქმეოდა?ვიღაცა თეთრად მადგა შუქივით,მთხოვდა, _ არ შედრკე, ვიცი გტკენია,მაგრამ რომ იყო უფრო სრულქმნილი, _ჩამოგამტვრიონ, რაც ზედმეტია.ვიდექი ასე, დარტყმას ვუძლებდი,ეყარა ირგვლივ ქვის ნაფოტებადჩემი დღეების მძიმე ფურცლები,ხვეწნა, ყიჟინი, კვნესა-გოდება.ბუღში და მტვერში იქვე ცვიოდაგარბენილ გზათა ხმები ვედრების,და ქვის თვალებში დრო შედიოდა,როგორც გვირაბში მატარებლები.შუბლზე არხები ბევრი ამომჭრეს,მივხვდი _ წამება უნდა ვითმინო,რომ ჩემი სახის ყოველ ნაოჭზეჩემმა სიცოცხლემ ისევ იდინოს.უცებ მგლოვარი და ლმობიერითავს წამომადგა დედა მშობელი._ შვილი! _ შეჰკივლა უხეშ ხელოვანსდა, ვით იციან ჩვენში ქალებმა,ტიროდა, თხოვდა, ევედრებოდაგადავერჩინე მე გაქვავებას.მაშინ კი რაღაც მოხდა ფარული,მომინდა სიტყვა და სიარული,დამილბა ყელი და ქვის ლოყები,მეძგერა ქარი, მტვერი გაწმინდა,ნაიარევი და ნაჩოქები,ისევ გავედი გზის დასაწყისთან.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი