პოეზია · ლირიკა
მთაწმინდა
რა კარგად მოჩანს აქედან გზებიდა ცხელ მიწაზე ცხელი ქალაქი...აქ უცებ წყდება, აქ უცებ წყდებაწამოწყებული იქ ლაპარაკი...აქ საუკუნო ლოდი და დარდიგულს ერთად აწევს და ხსოვნას ხედნის,სურო გალავნის კედელზე დადის,ვით მეთვალყურე წათვლემილ მხედრის...მე ვზივარ, როგორც ბედის მჩხიბავი,რომელიც ხშირად ამაოდ წვალობსდა გაცივებულ სხივებს თიბავენხეთა წვერები, ჩრდილი და თვალი...და ვუსმენ, ვუსმენ, როგორ გრძელდებაწამოწყებული იქ ლაპარაკი...და საკუთარი, დაღლილი გზებითნელა ამოდის მთაზე ქალაქი.1966