პოეზია · ლირიკა
მოლოდინი
გია ყარყარაშვილისადმი
შენც წინაპრისა გმართებს,იმათი ზურგით დავობ!ებღაუჭები მათისამარის ხავსს და ხაოს!
აბა, ამ ქურდულ ყომარს,ამ ჩვენს მშობლიურ ქაოსს,ეგ საფლავები რომ არ,რა გაუძლებდა, ძმაო?!
იქნებ არც უნდა შველაამდენ ფესვიდან შემხმარს!შენს ეტლში ვსხედვართ ყველა,წელგამართული შენ ხარ!
მიიპარება თოვლი,თავს გაზაფხული ადგას...შენ ვისაც ელი, მოვლენ,ჩვენთვის იცოცხლეს რადგან...
მე იმ ნიაღვარს ვლოცავ,გზად რომ წალეკავს ბრელოს,ოღონდ მოგისწრონ ცოცხალს,მამულო, საყვარელო!