პოეზია · ლირიკა
გუშინ
და აი, დილაგამოაღებს უჩინარ ხელითმეწამულ ფონზესარკმელივითშეჭრილ ხეობას...სიკვდილზე უფროსაშინელი იყო წუხელიშენი ღიმილი,მოგონილი ჩემი მხნეობა...ისე ცხადია აზრი,თითქო შენ არ გეხება.ხელში მიჭირავსშემოდგომის ყვითელი ტომი.გამოფხიზლება ჰგავსუეცრად კარის შეღებას,საკუთარ თავთანსამარცხვინოდწაგებულ ომებს.1966