პოეზია · ლირიკა
მიხეილ ჯავახიშვილს
უთქმელობა სიტყვას ჟანგავს,თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, -მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამდარდმა შუქის ამოფრქვევაც იცისიქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს,ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, -ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამხალხმა თითქოს არაფერი იცის.ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს,მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, -იცის თავის გაჩუქება, მაგრამსაქართველომ თავის ფასიც იცის!გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს,ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, -ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამაღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის!სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ,თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, -კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამმარაბდელთა ამხედრებაც იცის!გენი მისი არ დაირტყამს მათრახს,და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, -იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის!არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანსგულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, -იცის თავის მოტყუებაც, მაგრამსამართალმა სიმართლის გზა იცის!ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრდა ალგეთზე ღვთის მადლით და ნებითმგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!