↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიჟარა

ამაშუკელი რევაზ

2017-06-121 წთ საკითხავი7057 ნახვა

—
ისევ გაწვიმდა.ხვალინდელ იმედსპატარა ეჭვი ბზარივით ახლავს,და მაგიდაზე საფერფლეს მძიმესესმის ტალღების სიმღერა ახლაც...ამ ნიჟარაში ზღვა იყო ადრე,ახლა ფერფლიადა ჩემი სევდა,ასკილის ტოტი აწყდება სარკმელს,რომ თვალი მოჰკრას შორიდან ზედანს!გარეთ წვიმს,მაინც როგორ წრიალებსთიხის სურაშიველური ტოტი!..ზამთარი აღარ დააგვიანებს –შორი ტყეებით ზამთარი მოდის!..მე ტკივილივით ვინახავ ჯერაცსიმღერას –უკვე ძველსა და ჩავლილს,აქა-იქ გაკრულ ამღვრეულ ფერადსთანდათანობით გაუდის ყავლი...ყვითელ გობელენს ედება კვამლი,შეზავებული ზაფრანის ფერთან,და მოგონება,ვით შუშა წამლის,ჭიქაში უხმოდ წვეთავს და წვეთავს.კედელთან დაწვადა გაიშალათამბაქოს კვამლის ცისფერი ზოლი...და ისევ ესმის მძიმე ნიჟარასსამხრეთის ზღვებისსიმღერა შორი...
ამაშუკელი რევაზ

ამაშუკელი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი