პოეზია · ლირიკა
პოეტის აგარაკი
შეირხა სული მოწყენილ სიმად,ატმის უნაზეს ფერს მინდობილი,დგას ფეხშიშველი ეზოში წვიმაამ დაობლებულ ბაღის დობილი.მას ეკუთვნოდა წინათ ეს სახლიდა იცინოდა მზეზე ხეხილი!..ის კი უფსკრულთან აღგზნებულ სახითიდგა ბავშვივით გულგაღეღილი...დგას აივანი გვერდზე წახრილი,შორს კი კრამიტებს ასდის ალმური,ბეთანიიდან მოდის ნახირი,პატარა ბიჭიდა სალამური...