↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაშუეთის წინ

ამაშუკელი რევაზ

2026-07-182 წთ საკითხავი7054 ნახვა

—
ქაშუეთის წინლოთმა სანდრუამარაყის ფულიმთელ დღეს აგროვა,მერედაუსხეს დიდ ჭიქაში და...
_ ადამიანი მაინც მარტოა!მიდგა კუთხეშისიტყვის უთქმელადდა სავსე ჭიქასცოტა ადროვა,მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
_ ადამიანიმაინც მარტოა!
ნუ მეკითხებიასე რატოა:ვინ _ ვინ ჩაწიხლა,ვინ _ ვინ დატოვა,როგორც კი ცოტას წაიფორხილებს_ ადამიანი,უკვე მარტოა!
არ უნდა ამასდიდი მიტინგი,ჭკუათმყოფელმა,ვინც კი სანდოა,იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,_ ადამიანიმაინც მარტოა!
მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,მავანი ისევმხოლოდ ღადოა,დრო მაინც ყველასკუთვნილს არგუნებს,_ ადამიანიმაინც მარტოა!
ზოგს ნინო უყვარს,ზოგს ქეთევანი,ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,ვის დაფნა ერგო,ვის სატევარი,_ ადამიანიმაინც მარტოა!
ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,ზოგს დავიწყებისთოვლმა ათოვა,სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს..._ ადამიანიუკვე მარტოა!
ქვეყნად რამდენმახატა, აშენა,სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,ისევ ოცნების გადასარჩენად..._ ადამიანიმაინც მარტოა!
თუ ვინმე დიდიკაცი გამოჩნდა,თუ ვინმეერის სადიადოა,_ გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?_ ადამიანი მაინც მარტოა!
წუთისოფელითავის გზით მიდის,თვალსაწიერიც უფრო ფართოა,ყველამ ჩახედოსსაკუთარ სინდისს,_ ადამიანიმაინც მარტოა!
ჭიქა-ღვინოზეთავის შექცევით,ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,_ ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემის თავისარც რა დარდი მაქვს,მაგრამ არ ახსოვსმრავალ დარდიმანდს,დრო იყო,ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,დრო იყო,კლიტე ეპყრა შადიმანს!
ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახიან აყვირებით,ან გაყუჩებით?!_ `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახიდა ახეული მაქვს ლაყუჩები!~განწმინდეს,ნათლეს,რა არ იღონეს,ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,(ვწერუკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)_ ადამიანიმაინც მარტოა!რაც უნდა აშრობედის ხორბალი,ბოლო არჩივიმაინც ქატოა,ფიცარი ფუყე და გამომპალი..._ ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემსას ვიტყვი,გინდა მომკალი,_ სამყარო,აი, რაც უზადოა!ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი __ ადამიანიმაინც მარტოა!
... ქაშუეთის წინლოთმა სანდრუამარაყის ფულიდიდხანს აგროვა,_ მერე,რა მერე?`მერეს~ ლოდინში..._ ადამიანი მაინც მარტოა!
ცა მოწყენილი და საავდროა,დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,და ეკითხებაგამვლელ-გამომვლელს: __ ახლა რა დროა?!ახლა რა დროა?!
არც მიფიქრიათქმა რამე ახლის,მე რა თავს ვახლიასე რატოა?მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი..._ ადამიანი მაინც მარტოა!
ამაშუკელი რევაზ

ამაშუკელი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი