↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

VIA DOLOROSA

ამაშუკელი რევაზ

2026-07-183 წთ საკითხავი7054 ნახვა

—
ღამით მაძღრები დაწვებით...ვაჟა
...მივყვები უხმოდამ ვიწრო ქუჩას,აქეთ და იქითახორხლილა ჭრელი დახლები,ვერცხლის სურებით,ფარდაგებით,კრიალოსნებით...ირგვლივ ტრიალებსმოხალული ყავის სურნელი...- "ხალას":არაბი კვლავ მთავაზობსჯვრებსა და ხატებს,რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,ვარ ქრისტიანი!
- ვარ კი ნამდვილად?!მე ნათრევი ავაზაკებში,ამ ქვეყნით ტკბობასდაძალებულ-დახარბებული,სტომაქის მონა ფეხმორთხმულიდა კუზიანი?!- გვიანღა არის, მეგობარო,აწი თვითგვემა,მოახლოებულ სიკვდილის შიშით!..
- Via dolorosaმე არაერთხელგამივლია ამ ვიწრო ქუჩით.ახლაც აქა ვარდა ჩემს თავს ვტირი.- რა მოკლე გზაა გოლგოთამდე,რა მოკლე გზაა!- ვის არ უვლია ამ ქვაფენილით,რომ პატიების შვება ეგრძნო,ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი!ან რა შეიგნო,რა გაიგო ადამის მოდგმამ?
- პირიქით,უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა!ტაბუდადებულ სკივრებიდანამოყარა, გაამზეურა,ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები......და მეჩვენება:მეც იმ ბრბოს მივდევ,ვინც წყევლა-კრულვით,ქვების სროლით სდია მაცხოვარს,სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით,ჯვარცმის ყურებით!..
- ო, რაბი, რაბი!ბარაბაა ყველა ჩვენგანი,ჩაჩერებულიპირდაღებულ საფლავის მიწას!..- Via Dolorosa!...ამ ვიწრო ქუჩითგოლგოთამდე ისე მივიდა,საყვედურიც არ დასცდენია!მხოლოდ ჯვარზე,ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ:- "ელი, ელი, ლამა საბაქთანი!""ეს იყო და ეს......და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი...
- ვის,ვის დასცდებავინ იტყვის, რომ მოინანია?სხვის დასანახად მორწმუნენო,ქრისტიანენო!უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ,როდესაც გიჭირთ,მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად:- "ღმერთო მიშველე,მიშველე და დამიფარეო!"ხოლო როდესაცმიუსხდებით შემწვარ ერკემალს,ან ძუძუს ლოშნითნაღვინევ და დორბლიან ბაგით,- სად არის ღმერთი?რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?!
მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი,ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი,მარად მშიშარი!..მე, ძვლების გროვა,ნაცოდვილარ ხორცით ასხმული...- ტყუილია,ტყუილია ის სათნოება,და ეს სიმართლეც ტყუილია,თქვენ რომ მთავაზობთ!
ნაღდი,გულწრფელი, თეოა მხოლოდ,- საწყალი თეო!ტრიალ მინდორში ხეზე ასული,რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს:- "ქალი მინდა,ქალი მინდაო!"- Via Dolorosa...მე ვერ ვივარგებ,ვერ ვივარგებ აღსარებისთვის.გვიანღა არის აწ თვითგვემამოახლოებულ სიკვდილის შიშით...
P.S.არ დაგნამვიათ ღაწვებიმოყვასის მონატრებითა.- "ღამით მაძღრები დაწვებით,დილით მშივრები დგებითა!"ცრემლებში ამონაწებიცოდვა გდევთ დაბადებიდან...- "ღამით მაძღრები დაწვებით,დილით მშივრები დგებითა!"არც შუბლზე ზეთის წაცხებითარ იხარჯებით ბეჯითად,- "ღამით მაძღრები დაწვებით,დილით მშივრები დგებითა!"მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,თუ იმყოფებით კრებითად...- "ღამით მაძღრები დაწვებით,დილით მშივრები დგებითა!"მუნ სხვისი სევდით დათვრებითდა არა გახარებითა.- "ღამით მაძღრები დაწვებით,დილით მშივრები დგებითა!"მეც ღვთის გლახა და საწყალი,ავაზაკებში ნაგდები,ღამით დავწვები მაძღარი,დილით მშიერი ავდგები!...ვაი, რომ მწიფდა ნიადაგცოდვით დამტკბარი მტევანი- ვაი, რომ დამაგვიანდაგულმკერდზე მჯიღის რტყმევანი..
ამაშუკელი რევაზ

ამაშუკელი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი