პოეზია · ლირიკა
ალილუია
უწმინდესსა და უნეტარესს,სრულიად საქართველოს პატრიარქსილია II-სშხივის ვარსკვლავიბეთლეჰემის იისფერ ცაზე –– ცოდვის ამხსნელი,ადამის ძის ცოდვის გამშვები!.....მოდის ურემი,თოვლისფერი შროშნებით სავსე,და ხილის ხონჩითმგალობელი გუნდი ბავშვების...გადაბიბინდა სანთლის სხივითმთელი ქალაქი: ––სარკმელი სარკმელს შესციცინებს –ყრმა იბადება!.....ხარშეწირული შენს სამშობლოსროგორც ზვარაკი!– ქართველთ ნათელო,შენღა შერჩი მამულს თავდებად!..იქნებ შემორჩა სულის ლუსკუმსსმარაგდის წვეთი,რომ გადმოვწეროსაკადრისი, შენი, სტრიქონი!– მოდგმავ დავითის,არაერთხელ აღმდგარო მკვდრეთით,აღიხვენ თვალნი,კვლავ იხილე იერიქონი!..არა,არ იშლის უხამსობასმიწყივ, რეგვენი,– ხორცსაც და სულსაც`სამარყანდის~ ყაიდით მორთავს!..შთამომავლობისგადარჩენა თუ ვერ შევძელით –– `ნუცა დაუყრით,ნუ დაუფენთ მარგალიტს ღორთა!~და რაც აქამდე მოიტანაერმა წვალებით,გარყვნეს,წაბილწეს,გაასხვისეს ცაცა და მიწაც!..დაცუნდრუკებენ იქით-აქეთ`ერის მამები~...– ვაი,ქვეყანა სოვდაგრების ქარვასლად იქცა!..გულმოწყალება,სათნოება შენი რომ არა,და ნუგეშინის სარიგებლადმარად მზაობა,– მეძვლების გროვას,ნაცოდვილარ ხორცის ტომარას,ვინ მაღირსებდა შენთან ბჭობას,შენთან საუბარს?!.– ალილუია!ქრისტეშობას ზეიმობს ხალხი!ამინ, უფალო,ვერ წაშალონ ჩვენი ჯილაგი!.....მოდის ყმაწვილი,ავთანდილის მწყაზარი სახით,ნინო ჯვრით ხელში,საგალობლით და ჩიჩილაკით...– ემმანოელ!ემმანოელ!იმედო ქართვლის!შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ,მუნ სიბრძნით გათლილს!..წარუძეხ მამულს უფლის რწმენით,მაცხოვრის ხატით,და სამი სიტყვით,სამი სიტყვით ილია მართლის!