პოეზია · ლირიკა
მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი
მიწა მაქვს დამიწა მქონდა –დარი მამალ ხოხბის ფრთისა,მოყვრის მსასოებელი დადამზაფვრელი მოშურნისა!მაღლივ ღმერთი არ მაკლებდაშუბლზე მირონცხებულ ნიშანს,რკინას ვჭედდი, ვაშენებდი,საყდარსა და სანთლის ნიშას.მე ბოლნისის ლომებს ვთლიდისულს ჩემივე ჩუქურთმისას,ვაზის ჯვარზესხივს ვახვევდიკაბადუკიელის თმისას,საწნახელშიბიჭი იდგავადას ჩაფრენილი ხმლისასაკვნიდან რომ არ ენახამშვიდად დაღამება დღისა.იქით ვეშაპს ხმალს ვუქნევდი,აქედ დიდოს,ლეკს და ხიზანს,წიგნიც დაწვეს,ვაზიც ჩეხეს,მაინც ვერ ეწიენ მიზანს.ზოგჯერ ჩემგან ჯვარწერილიმეზობელიც ამემრიზა,– შინაურმა თუ არ დამკლამე მომხვდური ვერას მიზამს!მე ჩემი მაქვს მოსავლელითვალი არ გამირბის სხვისას,წვეთ-წვეთად დამისხალ-მისხალმიწა მეფე თამარისა!ვინც შეირგებს ჩემს ზედაშეს, –ჩოხას მივუბოძებ ძმისას,ვინც არა დანუ მიიჩნევსთავს ამ ცა-ფირუზის ღირსად!აღარც ხონთქრის მეშინიაარც შაჰის და ყაენისა,ხატზე ბევრჯერ გადავეცივინც მამული გაასხვისა!აღორძინებულო მზვარევ,მხარევ, გაბადრული მზისაილოცვიდე დედაენასჩინს საკუთარ თვალებისას,ზეპირობდერვალზე წერილსსამუდამო პარაკლისად: –– `მე ვარ ავი მუსაიფიკახთ ბატონის ირაკლისა!~