პოეზია · ლირიკა
მარტოობა
იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა...და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,გარშემო ცივი სინათლე კრთოდადა ივსებოდა სიჩუმით სახლი.ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილსდა ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა,შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს,გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა.და შენი ტანი გრძელი და თხელიმკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში,და შენი ხელი, გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა...