↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ირაკლი აბაშიძეს

ამაშუკელი რევაზ

2008-05-121 წთ საკითხავი7057 ნახვა

—
დღეს ისე დათბა, ვეღარ გავძელითდა სამადლოსკენ ვიქციეთ პირი,სად ბეთანიის თეთრი სანთელიასკილის ტყეში ბავშვივით ტირის.გატყდა პური და გაივსო ჭიქა,დაიძრა სიტყვა სასიყვარულო,ეს სადღეგრძელო რამდენჯერ მითქვამს,შენზე მაფიქრალს, სულო, მამულო!რამ ათქმევინა,ვით ათქმევინა?_ რამ და მამულმა.საქმემ საერომ:`დედაო ენავ, დედაო ენავ~,ჩვენო სისხლო დაჩვენო ჰაერო!როგორ ხმაურობს,მე უკვე მესმის,აპრილი გზებზე, თეთრად მმოსავი,და ამ მთებისთვის სათქმელი ლექსიცისკენ მიფრინავს მიმინოსავით.
ამაშუკელი რევაზ

ამაშუკელი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი