↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შუაფხო

ამაშუკელი რევაზ

2026-07-181 წთ საკითხავი7053 ნახვა

—
ხატობას აველ შუაფხოსმზე ზანზალაკად ეკიდა...შუაფხოელი შუახნისწამოიწია თექიდან...წამოაქცია კურატი,გამოუღადრა კისერი,ატყდა ღრეობა პურადი-კაცი არ დარჩა ფხიზელი....ლუდით და ჟიპიტაურითგამტყვრალი ხალხი ეყარადა ხერხემალში ხმაურითშემოდიოდა ქვეყანა.....ვიჯექი, ჯვარი მეწერა,მშვიდი, მწყაზარი სახითა,რომ მერე ლექსად მეწერა,რასაც დღე გულზე მახლიდა....მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე ,ხატს უხმოდ გამოვესალმე...და საღამომდე მე და შენვკრიფეთ ცისფერი კესანე.მოვედი, ხელი მოგხვიე,გულზე პერანგი მოგხიე....მთვარე,მე,შენ და არაგვიმთვრალი ვიყავით ოთხივე.....
ამაშუკელი რევაზ

ამაშუკელი რევაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი