პოეზია · ლირიკა
ჩაიხანა
აღმოსავლური სურათიგაყვითლებული სათირაჩიფირითა და ანაშით,ტირის და თარსაც ატირებსჩახუთულ ჩაიხანაში.მოხუცი აბდურახმანიძვალი და ტყავი გამხმარი,ზის და კუპრივით ჩაის სვამს,ეს არი მისი სამხარი!..უნახავს მთაში `ბინები~,ზვავის ზარი და ჯახანი,ყიზლარს ყივილი ყინვებისდა ქარბორბალას ხარხარი...კართან დაბმული ვერძია,ვერძი კი არა – არხარი!..– ადგა, თავის გზას ეწია,თავისი ბარგიბარხანით.წავიდა, წაიყოლია,თავის ბებრული ზრახვანი...– საწყალი აბდურახმანი,ძვალი და ტყავი გამხმარი!..არც ნაიბი ვარ არღუნის,არც ვინმე ამილახვარი– პატივი მიტომ მარგუნეს,მიცნეს, არა ვარ ამ მხარის!მიღიმის ოქროს კბილებითპატრონი ჩაიხანისა,და მკითხავს: – ხომ არ ინებებთცხვრის დუმასა და ჰარისას?!ღაწვზე ნაჩეხი ატყვიაჩხუბში მოქნეულ დანისა,– დმანისელ თათარს ვამგვანე,მაგრამ რამ გაადმანისა!..გარეთ თავგადაპარსულიბიჭი აწვალებს სახედარს,– თარიც მეამა, ფარსულიც,ბაასი მეინახეთა.განფენილია სოსანისფერი მიწაზე ფარდაგი...ვით ქარვის კრიალოსანივმარცვლე მტევანის ბადაგი!..არ მინდა მე სხვა ნირვანა,კმაყოფილი ვარ ამითაც,– თითქოს შარაზე შირვანისშიმუნვარები დამიდის!..ცაზე ვარდია შირაზისდა შემოდგომის ამინდი,–მე კი ვზი ნოხზე ინახითძველ აღმოსავლურ ყაიდით!..სხვაგვარად იჯდა ნიადაგჩემი გვარი და ჯილაგი,...თავიდან ამეკვიატაშორი შაირი შირაქის: –– ლეკი ხარ, მაინც ლეკი ხარ,იმამ შამილის ლეკვი ხარ!..სანამ სატევარს დამკრავდი,სახელი მაინც გეკითხა!.