პოეზია · ლირიკა
როცა ვიღვიძებ
როცა ვიღვიძებ ღამე დაღვრილ გარეჯის ცრემლებს,ძაღვებში სისხლი მეყინება, სისხლი მიშრება,_ რა დაგიშავეს? _ შემოვარდნილ ვერაგ სპარსელებსექვსი ათასი საუკუნე შეეკითხება.
გადაკაფული უამრავი სანთლების ცეცხლიკვმლივით დადგა მიუწვდომელ ზეცის ბოლოში...იმ მინასტერზე იყო თურმე ბუდე მერცხლების,მას აქეთ აღარ მოფრენილან საქართველოში.
სისხლის თქრიალი მატიანეს ფურცლებს გადარევს,სისხლის მირევში ქართლის რისხვა ამოინთხევა,_ რა დაგიშავეთ? რას გვერჩოდით? _ ირანელ ნადირსექვსი ათასი ბერის ლანდი შეეკითხება.