პოეზია · ლირიკა
ატენის სიონი
დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდაპირქუში, როგორც ამაოება.შეხიზნებოდა მთებს ქურდებივითგამოქვბული და მყუდროება.
სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.
უფლის ნათელი დაბარბაცებდაგაუთენარი გზების ბოლომდე.კერპები თვლემდენენ გაღმით ბორცვებთან,ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ
დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველსმდინარე ტანა ჩაუდიოდა,საიქიოდან წუთისოფელი,როგორც მამალი, ისე ყიოდა.
სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი,ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს.მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე,ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.
წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურებიჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.
ვით უკვდავება, წყარო ანკარააცისკროვნებდა ირმების ფერდობს.ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარადა ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.
მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას,გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა,მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებსსამრეკლო ღამე იმეორებდა.
სიონში მრევლის ტევა არ იყო,გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან,ვით ხანშესული ქალდეველები.
ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ.ელავდა მთვარე _ ქურუმთა ოდა.მოჰქონდათ ჯვარ, ჭრაღები ენთო,და დანახვისზედ ჭოტი კიოდა?