პოეზია · ლირიკა
წარწერა
მზე გადიოდა ცას ბორანივით.ტყეში შიშველი ქარი ჰკიოდა.ლექსს იძახოდა ხიდან ყორანი,ქრისტე მოსჩანდა საიქიოდან.
ძვლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩიტებს,თვალს მიშტერებდა წარმართის ლოცვა.ლოდებზე იჯდა გიჟი პოეტი,კვნესოდა მთების ყრუ გარემოცვა.
დაფლეთილ სხეულს, დაღალულ ფიქრებს,ახლოვდათ მხოლოდ სიცოცხლე მკვდარი.სადღაც ეშოვნათ კუბო ჯიბგირებსდა მოეწერათ ზედ ჩემი გვარი!