პოეზია · ლირიკა
სალაღობო
მთვარე აჩაღებს კელაპტარს –სიყვარულს უდგა მაზანდა;ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანსმოვერტყა უსურვაზადა!
ყელამდე ამოგეხვიო,სული გიბერო – ნიავი;დაუხელაო ხეხილო,უბე გიმხილო რთვლიანი.
თუნდა, ქვეყანამ მიშუროს,თუნდა, მომყეფდნენ მწევრები...ბაგეზე გადმოვიჟუროშენი ნაბულა მტევნები!
მუხლიდან ყარყარ ყელამდეღილად აგასხა ფოთლები;ყამარქალივით ღელავდე,კავებ გიშალო შფოთები;
ვერვინ გვიშალოს წაწლობა,ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა;დაიწვას შენი ქალობა,როგორც რო დამწვი ნდომითა!..